ვახტანგური – ჩვენი ისტორია

26/11/2025

ვახტანგური 1993 წელს, თბილისის გულში – ავლაბარში, ოთხი დის მიერ დაარსდა. რესტორანმა მალევე დაიკავა განსაკუთრებული ადგილი ქალაქის კულინარიულ რუკაზე. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, “ვახტანგური” მხოლოდ რესტორანი არ ყოფილა – ის გახდა ადგილი, სადაც ძველი თბილისის ატმოსფერო, ქართული სამზარეულოს ავთენტურობა და ოჯახური ტრადიციებით შექმნილი სტუმართმოყვარეობა ერთ უნიკალურ სივრცეში იყრიდა თავს. დღეს, რესტორანი მზად არის დაბრუნდეს ადგილას, სადაც დაიწყო მისი ისტორია.

ვახტანგური – იდეიდან წარმატებამდე

“ვახტანგურის” ისტორია იწყება 1993 წელს, ეკონომიკურად რთულ და სახელმწიფოსთვის გარდამტეხ პერიოდში, როცა ოთხმა დამ (ნანა ჩუბინიძე, მანანა ჩუბინიძე, ლალი ჩუბინიძე, ლეილა ჩუბინიძე) გადაწყვიტეს შეექმნათ ადგილი, რომელიც ქართული სამზარეულოს ტრადიციებს ახალ სიცოცხლეს შესძენდა. თავდაპირველად კონცეფცია მარტივი იყო: პატარა, ბუფეტის ტიპის სივრცე, სადაც სტუმრები შეძლებდნენ სწრაფად, ხელმისაწვდომად და გემრიელად მიერთვათ ქართული კერძები.

მცირე საოჯახო ბუფეტად დაწყებული იდეა, მალევე იქცა თბილისელებისთვის მნიშვნელოვან გასტრონომიულ წერტილად და საქართველოს კოლორიტების თავშეყრის ადგილად. გახსნიდან მცირე დროში, დასადგომი დარბაზის გვერდით დაიწყო დამატებითი სივრცის მშენებლობა – ადგილის, სადაც 10-მდე კუპე და ღია სივრცეში მაგიდები განთავსდა. ამ ნაბიჯმა რესტორანს რადიკალურად განსხვავებული ხასიათი და მასშტაბი შესძინა.

ვახტანგური ძველი თბილისი

ამის მიზეზი მარკეტინგი არ ყოფილა, ვახტანგურს სამი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გამოარჩევდა :

  • უნიკალური, ძველი რეცეპტებით მომზადებული კერძები, რომლებიც ოჯახის ტრადიციებზე იყო დაფუძნებული
  • მუდმივად ახალი, მაღალი ხარისხის პროდუქცია
  • პროფესიონალი მზარეულები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში განამტკიცეს რესტორნის რეპუტაცია

“ვახტანგურის” სახელმა მალევე გადალახა უბნის მასშტაბი და მას ქალაქისა თუ ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან სტუმრობდნენ ადამიანები.

ვახტანგური ძველ თბილისში – ავთენტური ატმოსფერო

1993–2016 წლებში, “ვახტანგური” მდებარეობდა ავლაბარში – ისტორიულ უბანში, სადაც თბილისური განწყობა, არქიტექტურა და ქალაქის პულსი ყველაზე ცხადად იგრძნობოდა. რესტორნის ინტერიერი და ექსტერიერი თავიდანვე იქცა მის მთავარ ძალად. სივრცე თავიდან ბოლომდე ავთენტურობის პრინციპით იყო შექმნილი – ისე, რომ სტუმარს ქალაქის ისტორიის ნაწილად ეგრძნო თავი.

“ვახტანგურში” განსაკუთრებულ როლს რამდენიმე ინტერიერის ელემენტი თამაშობდა:

  • თენგიზ კიკალიშვილის (კიკალა) მოხატული კუპეები – მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ნახატები კუპეების კედლებზე, რესტორნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპონენტი იყო. მისი ფერები, დეტალები და ფორმები სივრცეს განსხვავებული ენერგიით მუხტავდა.
  • ვიტრაჟები და მოზაიკის დეკორაციები – მოზაიკის დეტალებით მორთული ფანჯრები და კედლები ინტერიერს გამოარჩევდა მკვეთრი, მაგრამ ჰარმონიული ფერებით.
  • ეზოში მდებარე ჩანჩქერი და შადრევანი – ეს იყო სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – წყლის ხმა, ეზოს სიმშვიდე და გარემოს ბუნებრივი ელფერი ხშირად ხდებოდა ის დეტალი, რასაც რესტორნის სტუმრები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ.
  • დიონისეს ქანდაკება : “ვახტანგურის” სიმბოლო – შემოსვლისთანავე ყველა სტუმრის ყურადღებას სწორედ კიკალას მიერ შექმნილი დიონისეს ქანდაკება იქცევდა, რომელიც, სტუმრების თქმით, ვახტანგურის მთავარი სიმბოლო იყო. აღნიშნულ ქანდაკებას კვლავ იხილავთ განახლებულ ლოკაციაზე.

ეს ყველაფერი ერთად ქმნიდა გარემოს, სადაც ნებისმიერი ადამიანი, სოციალური სტატუსის, პროფესიისა თუ ასაკის მიუხედავად, კომფორტულად გრძნობდა თავს. აქ ერთად იკრიბებოდნენ:

  • საზოგადო მოღვაწეები
  • ბიზნესმენები
  • სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები
  • სხვადასხვა სფეროს თანამშრომლები
  • ოჯახები, მეგობრები, ტურისტები

“ვახტანგური” არ იყო არც პრეტენზიული და არც ძალიან ფორმალური – ის იყო ნამდვილი თბილისური სივრცე, სადაც სტუმარი ვახტანგურის ოჯახის ნაწილი ხდებოდა.

დიონისე, ქანდაკება, თენგიზ კიკალიშვილი

რა ქმნის “ვახტანგურის“ იდენტობას

“ვახტანგურის“ იდენტობა არ არის მხოლოდ კულინარიული კონცეფცია ან ინტერიერის სტილი – ეს არის მრავალმხრივი ერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ათწლეულების განმავლობაში და დღეს წარმოადგენს ბრენდის მთავარ ღირებულებას. რესტორნის განსაკუთრებულობა ეფუძნება სამ ფუნდამენტურ პრინციპს: ტრადიციას, პროფესიონალი მზარეულების გამოცდილებასა და მაღალი ხარისხის ნედლი პროდუქტის გამოყენებას. სწორედ ამ ელემენტების ჰარმონიული თანაარსებობა აძლევს „ვახტანგურს“ იმ გამძლე იდენტობას, რომელმაც დროს გაუძლო.

პირველ რიგში, „ვახტანგურის“ იდენტობის ცენტრალური ღერძი არის ტრადიციის პატივისცემა. რესტორანი 1993 წლიდან საქმიანობს იმავე კულინარიული ფილოსოფიით, რომელიც ქართული სამზარეულოს კლასიკას ეყრდნობა. რეცეპტები, რომლებიც თაობიდან თაობაზე გადადის, ინარჩუნებს პირვანდელ ფორმას, არ იცვლება მათში მთავარი – გემო და ბუნებრივი პროდუქტის ფასეულობა. რესტორანი არასოდეს აუქმებდა ან ამარტივებდა თავის ძირითად კერძებს ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად, პირიქით, მისი იდენტობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ინარჩუნებს ქართული კულინარიული მემკვიდრეობის ნამდვილი სახეს და ზუსტად იმავე წესრიგს, რომლითაც ეს კერძები სამი ათწლეულის წინ მზადდებოდა.

“ვახტანგურის“ იდენტობის მეორე ძირითადი საფუძველი არის პროფესიონალი მზარეულების გამოცდილება, რომელმაც განსაზღვრა ბრენდის ხარისხი წლების განმავლობაში. სამზარეულოს გუნდის უნარ-ჩვევები, გამოცდილი ტექნიკები და დეტალებისადმი ზედმიწევნით ზუსტი მიდგომა ქმნის სტანდარტს, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს მაღალ დონეს. მზარეულები არა მხოლოდ ასრულებენ ტრადიციულ რეცეპტებს, არამედ მათ ზუსტად იცავენ – ისე, რომ თითოეული კერძი იყოს თანმიმდევრული, ხარისხიანი და რესტორნის მრავალწლიანი კულტურის შესაბამისი. სწორედ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული სამუშაო ეთიკა უქმნის საფუძველს სტაბილურობას.

მესამე პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს რესტორნის იდენტობას, არის ნედლი პროდუქტის მაღალი ხარისხი. „ვახტანგური“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინგრედიენტების სისუფთავეს, წარმომავლობასა და სეზონურობას. პროდუქტების შერჩევა არ ხდება კომპრომისის საფუძველზე – თითოეული ინგრედიენტი გადის მკაცრი ხარისხის კონტროლს, რაც საშუალებას იძლევა, რომ კერძებმა შეინარჩუნონ ბუნებრივი არომატი, ტექსტურა და გემო. ეს მიდგომა ქმნის შედეგს, რომელსაც მომხმარებელი ყოველთვის ითხოვს, შეუცვლელ ხარისხს.

საბოლოოდ, “ვახტანგურის“ იდენტობა არის ტრადიციისადმი ერთგულების, პროფესიონალი მზარეულების გამოცდილების და მაღალი ხარისხის ნედლი პროდუქტის სინთეზი. სწორედ ამ სამი პრინციპუს საფუძველზე აშენდა გამოცდილება, რომელსაც სტუმრები წლიდან წლამდე უბრუნდებიან – როგორც ნამდვილ, შეუცვლელ ქართულ გემოს.

2016–2026: ცვლილებები, გადატანილი ეტაპები და დაბრუნება ფესვებთან

33-წლიანი ისტორიის განმავლობაში რესტორანმა არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. 2016 წელს, ავლაბრის ტერიტორიის გაყიდვის შემდეგ, რესტორანი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გადავიდა, სადაც 2019 წლამდე ფუნქციონირებდა. შემდეგ დაიწყო პერიოდი, რომელიც მთელ ქვეყანას შეეხო – COVID-19ის პანდემია. რესტორანმა მუშაობა იძულებით 2 წლით შეწყვიტა.

2021 წელს, მიუხედავად სირთულეებისა, ვახტანგური კვლავ გაიხსნა განახლებულ ლოკაციაზე – ელიაზე, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლო გაეგრძელებინა ისტორიული მოღვაწეობა.

ახლა 2026 წლის დასაწყისში, 10 წლის შედეგ – “ვახტანგური” ბრუნდება იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო – იმავე მიწაზე, სადაც რესტორანი 1993 წელს დაარსდა. ეს დაბრუნება სიმბოლურია: ეს არის ძველისა და ახლის შერწყმა – ისტორიის შენარჩუნებულ საფუძველზე შექმნილი თანამედროვე გამოცდილება.

ვახტანგურის ტრადიციული კერძები

“ვახტანგური” ყოველთვის გამოირჩეოდა კერძებით, რომლებიც ერთდროულად მარტივი და უნიკალური იყო – კლასიკური ქართული რეცეპტები, შესრულებული მაქსიმალური სიზუსტით.

ჩებურეკი

ჩებურეკი

რესტორნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი. მზადდება ძალიან თხელი ცომისა და იდეალურად შეზავებული შიგთავსისგან. მისი ხრაშუნა გარსი და არომატული შიგთავსი არის გემო, რომელიც ბევრს დღემდე ბავშვობას ახსენებს.

ხინკალი

ხინკალი

ძველი ქართული ტრადიციით მომზადებული, წვნიანი, იდეალურად შეზავებული, თხელი ცომით – რესტორნის კულინარიული ხელწერის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

ქაბაბი

ქაბაბი

განსხვავებული ტექსტურის, საგულდაგულოდ შერჩეული და სპეციალური ტექნიკით მომზადებული მაღალხარისხიანი, მაყალზე შემწვარი ხორცი, რომელიც სტუმრების ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძია.

მწვადი

მწვადი

კლასიკური გემო – სწორედ ისეთი, როგორსაც ძველად დააგემოვნებდით – ნაზი, რბილი და წვნიანი.

კანგაცლილი ლობიანი

ლობიანი

კერძი, რომელიც მხოლოდ ვახტანგურში მზადდებოდა და პირველად გასინჯვისას ყოველთვის იწვევდა გაოცებას. ეს არის ძველი რაჭული რეცეპტი – ლობიანი კანგაცლილი ლობიოს შიგთავსით, რომელსაც სტანდარტული კერძისგან განსაკუთრებული არომატი გამოარჩევს.

მეგრული ხაჭაპური

მეგრული ხაჭაპური

ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ვახტანგურის სტუმრებისთვის არასდროს კარგავდა აქტუალურობას.

რა განახლდა 2025–2026 წლებში

რესტორანმა თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლება განახორციელა:

  • ინტერიერის თანამედროვე ინტერპრეტაცია ძველი დეტალების შენარჩუნებით
  • მენიუს მსუბუქი განახლება და გაფართოება
  • სერვისის სტანდარტების გაუმჯობესება
  • ციფრული ბრენდინგის შექმნა

ეს ყველაფერი ქმნის თანამედროვე, მაგრამ ტრადიციაზე დაფუძნებულ გამოცდილებას.

2026 წლის იანვრიდან გელოდებით განახლებულ ლოკაციაზე, განახლებული შემართებითა და ძველი, ავთენტური გემოებით !

სიახლეებისთვის თველი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს :

Facebook : https://www.facebook.com/share/15ok73TSHn/

Instagram : https://www.instagram.com/vakhtanguri_s_chebureki?igsh=MXR4MXJ4OG9wbzY1Mg==

Website : https://vakhtanguri.com/

Posted in ვახტანგურის ისტორიები
Write a comment

Table Reservation


Book a table