რესტორანი „ვახტანგური“ 1993 წელს დაარსდა, ძველი თბილისის ატმოსფეროსა და ქართული სუფრის ტრადიციების აღდგენის სურვილით. ეს იყო ადგილი, სადაც ქართულმა ავთენტურმა გემოებმა და ოჯახისგან მიღებულმა რეცეპტებმა ახალი, განსაკუთრებული იერსახე მიიღო.
32 წლის მანძილზე ვახტანგური პატივს სცემს თავის მთავარ ღირებულებას - შეინარჩუნოს უნიკალური ქართული კერძების გემო და მომზადების ტრადიცია. ჩვენი რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა და თითოეული კერძი ზუსტად ასახავს იმ გემოს, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ წინაპრებისგან.
ჩვენი რესტორანი არა მხოლოდ კერძების, არამედ ემოციების, ისტორიისა და კულინარიული ხელოვნების შერწყმაა. „ვახტანგური“ წლებია აერთიანებს ადგილობრივებსა და ტურისტებს, რომლებსაც ძველი თბილისური მუხტი და უგემრიელესი ქართული კერძების დაგემოვნება სურთ.
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი სუფრა მრავალი სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონების ქვაკუთხედად იქცა და რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ქართული კულინარიის საუკეთესო მხარით წარმოჩენას.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართული სუფრის ისტორიის ნაწილი ვართ.